ხაჯიმბას პრეს-სამსახური დე-ფაქტო მინისტრის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს

chakirbaთვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გუშინ, 20 სექტემბერს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინსიტრის გადადგომის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ განაცხადა, რომ შექმნილი სამუშაო პირობების ფონზე მას არ შეუძლია სამინსტროს უხელმძღვანელოს.
“ამასთან დაკავშირებით, ვთვლით, რომ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მინისტრის გადარჩევის მთავარი მიზეზი მოლდოვას რესპუბლიკაში დელეგაციის ხელმძღვანელობაზე უარის თქმაა. ჩიკირბამ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ მოლდვადან მისი დეპორტაციის შემთხვევაში, მას ევროპაში შესვლაზე პრობლემები შეექმნებოდა” – წერია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციის პრესცენტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას 1 მილიარდიან ახალ კრედიტს მისცემს