ხაჯიმბას მიმართვა აფხაზ ხალხს

xajinbaაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა თანამემამულეებს მიმართავს: “ძვირფასო თანამემამულენო, მოგმართავთ თქვენ, რომ მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებასა და სიბრძნისათვის. გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც აფხაზეთში პრეზიდენტობის ვადამდელ არჩევნებს ეხებოდა. ჩვენ, არსებული პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, შევძელით ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულობა გამოგვეჩინა.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვამარცხებთ კრიზისს. მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ამისათვის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს, პირველ რიგში აფხაზი ხალხს დამსახურებაა” – წერს ხაჯიმბა და გუშინდელი რეფერენდუმის დეტალების იხსენებს, რომ ხმის მიცემის პუნქტები გუშინ, დილით 7 საათზე უკვე გაიხსნა, მისი თქმით, მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია იმისათვის, რომ ყველა საკანონმდებლო ნორმა დაცულიყო იმისათვის, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს საკუთარი ნება შეუფერხებლად გამოეხატათ.

“ხალხმა გააკეთა არჩევანი და მე რესპუბლიკის ყველა პოლიტიკურ პარტიას მივმართავ, პატივი სცენ მას და დესტაბილიზაციის ახალი შემთხვევები არ შექმნან”.
დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით, გუშინ მსოფლიო მედიის ობიექტივები აფხაზეთისკენ იყო მიმართული და მათ აჩვენეს ყველას, რომ სახელმწიფოებრივი საკითხების სამართლიანი ჩარჩოების ფარგლებში მოგვარების უნარი გააჩნიათ.

“მოდით, თავი დავანებოთ საზოგადოების გახლეჩვას და ჩვენი ძალღონე სახელმწიფოს აშენებისკენ მივმართოთ” – ასრულებს ხაჯიმბა.
მიმართვის ტექსტი დე-ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს შეეხებოდა და გუშინ ჩატარდა, ვერ შედგა – ამომრჩევლების დასწრებადობა რეფერენდუმზე 1,12% იყო.

banner
წინა სტატიაშიმედიამ აშშ-ს ატომური პოლიტიკის სიახლეებზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება