ხაჯიმბა: აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მალე გადაწყდება

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ეს განცხადება მან გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ.
„შესაბამისი დოკუმენტები უკვე პრაქტიკულად მზადაა და ისინი ელოდებიან მინისტრთა კაბინეტში განხილვას“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ხაჯიმბა-სურკოვის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.კერძოდ საუბარი შეეხო აფხაზეთის ეკონომიკაში რუსულ ინვესტიციებს. სურკოვმა კმაყოფილება გამოთქვა აფხაზეთში არსებული სიტუაციით და დაახასიათა იგი როგორც „პოლიტიკურად სტაბილური“.

 

https://youtu.be/uaPMI2awb20

banner
წინა სტატიაშითუ იცნობთ ადამიანს, რომელსაც შია, უამბეთ ამ ინიციატივის შესახებ
შემდეგი სტატია(video) ვლადისლავ სურკოვი: რუსული ფული აფხაზეთში სწორად იხარჯება