ხაიშის თემის მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს

ხაიშის თემის მოსახლეობის განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაძობთ:

 

“ძვირფასო მეგობრებო,ნაცნობებო და უცნობებო,სვანეთისა თუ საქართველოს სხვა კუთხის შვილნო!
მდგომარეობაა გაუსაძლისი,უტევენ ზემო სვანეთს,უტევენ რაჭა-ლეჩხუმს,უტევენ დარიალსა და ქვემო სვანეთს,აჭარას!
ადგილი აღარ დარჩა ზემო სვანეთში,დიდი თუ მცირე ჰესი რომ არ იყოს დაგეგმილი,ამავდროულად აპირებენ ღია,კარიერული წესით ოქროს წარმოებას!
ეს,თუ დავუშვით, იქნება სვანეთის დასასრულის დასაწყისი,რაც ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისათვის!
გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას-გავაერთიანოთ ძალები,ცალ-ცალკე დგომით ვერაფერს გავხდებით,დავკარგავთ სამშობლოს,რომელიც შაგრენის ტყავივით ისედაც ილევა ყოველწამიერ!
ხვალ,2018 წლის 20 მაისს,12 საათზე ხაიშელები ვიწყებთ აქციას შემდეგი მოთხოვნით:
არა ხუდონჰეს და ენგურზე დაგეგმილ კასკადებს!
არა ნენსკრა ჰესს!
არა მესტია ჭალა ჰესს!
არა უაზრო ჰესომანიას!
დააბრუნეთ 1 დოლარად მიტაცებული 1400 ჰექტარი მიწა ხაიშის თემისა!
დაუბრუნეთ სკოლა ბავშვებს!
გელოდებით!
იმედითა და პატივისცემით,ხაიშის თემის მოსახლეობა!”

banner
წინა სტატიაშინიკა მელიამ გიგა ოთხოზორიას საფლავზე ხელისუფლებას უპრინციპო უწოდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარელი მონიტორების დაშვებას ხელი მოაწერა