ხადურის დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება

ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია?ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ფაქტი, რომ მოსახლეობას დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვს განთავსებული ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. თუმცა მასაც და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი არა ეროვნულ არამედ უცხოურ ვალუტაში აქვთ განთავსებული. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აქტივების 85%-ზე მეტი სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვს ნომინირებული. ნოდარ ხადურს თიბისი ბანკში $26 257 დანაზოგი აქვს გაკეთებული, რაც დაახლოებით 65 ათას ლარს შეადგენს. ხადურის დანაოზგები ლარში კი გაცილებით მცირეა და 7 ათას ლარს არ აღემატება.

ხადურის დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:

თი–ბი–სი ბანკი – 26257.52 USD
ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:

თი–ბი–სი ბანკი – 5000.00 GEL
რესპუბლიკა ბანკი – 1620.00 GEL
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაციამ 70%-ს გადააჭარბა. მინისტრთა კაბინეტის წევრთა დეპოზიტების დოლარიზაცია კი 70%-ს აღემატება.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიის მიგრანტების ცენტრში მასობრივი ჩხუბი მოხდა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს