ხადარკოვსკს მკვლელობის ბრალდებით ისევ დაიჭერენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 15:17

ხადარკოვსკს მკვლელობის ბრალდებით ისევ დაიჭერენ

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოსვლადიმირ პუტინს ორი წლის წინ, როცა იუკოსის ექს-ხელმძღვანელის მიხეილ ხადარკოვსკის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არ ქონდა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ ის შესაძლებელია ნეფთეიუგანსკის მერის მკვლელობაში იყო გარეული – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“არ იყო ის ინფორმაცია, რომელიც ახლა გამოჩნდა და რომლის საფუძველზეც მოქმედებენ საგამოძიებო ორგანოები… ეჭვი და გარკვეული ინფორმაცია არსებობდა… მიმდინარე მომენტში ახალი გარემოებების გამოჩენა გამოძიებაზეა დამოკიდებული” – განაცხადა პესკოვმა.

გუშინ საღამოს მიხაილ ხადარკოვსკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსით დაიბარეს. საქმე 1998 წელს ნეფთეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობას ეხება.

დღეს “ინტერფაქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა იუკოსის ექს-მეთაურზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა, თუმცაღა საგამოძიებო კომიტეტი ინფორმაციას არ ადასტურებს.

ხადარკოვსკის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს საგამოძიებო კომიტეტს დაუკავშირდეს ან თუნდაც დაუსწრებლად მიიღოს მონაწილეობა რაიმე ტიპის გამოძიებაში.

აგვისტოში, მიხეილ ხადარკოვსკის მამა, ბორის ხადარკოვსკი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ უკვე დაკითხა.
პეტუხოვის მკვლელობის ბრალდებით, იუკოსის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრ პოჩუგინს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 15:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,792
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics