ხადარკოვსკი რუსეთსი რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობს

ხადარკოვსკი რუსეთსი რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობს

ხადარკოვსკი რუსეთსი რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობსიუკოსის ექს-ხელმძღვანელი მიხეილ ხადარკოვსკი თვლის, რომ რუსეთში რევოლუცია გარდაუვალია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კი “სრუყოფილ კონსტიტუციურ გადატრიალებას” უწოდებს.
ლონდონში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, რომლის ტრანსლაციასაც “ღია რუსეთი” აკეთებდა, ხადარკოვსკმა მის სასამართლოში დაბარებას გაუკეთა კომენტარი და 1998 წელს ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობაში რაიმე სახით თანამონაწილეობა უარყო.

“ახალი ბრალის წაყენება ახალი წლის მისადგომებთან მათი დიდი ხნის ტრადიციაა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კი ინფორმაცია საჭიროზე მეტია. მკვლელობა იმავე წელს გაიხსნა, შემსრულებლებიც და დამკვეთებიც დაკავებულები იყვნენ და შემდეგ – გაურკვეველი მიზეზებით გაშვებული” – განაცხადა ხადარკოვსკიმ. მისი თქმით, უკვე გათავისუფლებული შემსრულებლები სხვადასხვა მიზეზებით შემდეგ მოკლული იქნა.

“გუშინ პესკოვმა თქვა, რომ როცა პუტინმა შემიწყალა, მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა ხადარკოვსკიმ.

მიხეილ ხადარკოვსკი გუშინ 1998 წელს ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილის სახით დასაკითხად სასამართლომ დაიბარა.
მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“წლის ადამიანი” გერმანიის კანცლერი გახდა
შემდეგი სტატიადავით კირვალიძე – არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ