ყაჩაღობა თბილისში. სანზონაში, კაჭრეთის ქუჩის 22 ნომერში 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს და საავადმყოფშია მოთავსებული.
თავდამსხმელებმა სახლიდან 3 ათასი დოლარი წაიღეს. დაზარალებულის მეზობლების თქმით, ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები კი საზღვაგარეთ იმყოფებიან.