ყაჩაღობა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში

ყაჩაღობა მოხდა ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში. კვირკვაიების ოჯახში 2 ნიღბიანი შეიჭრა და შუახნის მამაკაცს სასტიკად გაუსწრდა.ნიღბიანები გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. როგორც დაზარალებული ჰყვება, ოჯახმა წინა დღეს 1 ტონამდე თხილი გაყიდა, რომელიც ავადმყოფი შვილის მკურნალობისთვის კლინიკას იმავე დღეს გადაურიცხა.

კვირკვაიები აღნიშნავენ, რომ ყაჩაღები სწორედ ამ თანხას ითხოვდნენ, მას შემდეგ კი რაც გადახდის ქვითარი ვერ წარმოადგინეს, მამაკაცს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. გიმზერ კვირკვიას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

საბოლოო ჯამში ოჯახიდან 200 ლარამდე თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს. სოფელში კრიმინალი შემთხვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, კვირკვაიების დაყაჩაღება რიგით მეოთხე შემთხვევაა.

მოსახლეობა სამართალდამცავებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სოფელში გარკვეული კრიმინალური დაჯგუფება არსებობს, რომლებიც სავარაუდოდ ადგილობრივები არიან.

რაც შეეხება კვირკვაიების დაყაჩაღების ფაქტს, შს სამინისტროში “თაიმერს” უთხრეს, რომ ბრალდებულების დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის რადას დაშლით ემუქრება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა