,,კეთილი ინებოს ნარმანიამ ჩაიხედოს კანონში და მოცუნცულდეს საკრებულოში“- ელისაშვილი

დავით ნარმანიას და მერიის თანამშრომლებს იბარებენ ისევ საკრებულოში. საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერთან მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ერთი მილიონი ლარის გადაცემის საკითხზე კითხვები აქვს. ნარმანიას არ გამოცხადებას კი კანონის უხეშ დარღვევას უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ ნარმანია არ მივა საკრებულოში გამოიკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები, რადგან ეს უკვე იქნება სამსახურებირივი უფლებამოსილების გადაცდომა.

,,აქ არ ვთამაშობთ სახლობანას, ძალიან მძიმე კორუფიცულ სკანდალზე ვლაპარაკობთ, იმაზე, რომ მოსამართლეს გარკვეული გადაწყვეტილების სანაცვლოდ ჯიბეში ჩაუდეს მილიონიანი ქონება. ამასთან დაკავშირებით პასუხები გვჭირდება კეთილი ინბოს ნარმანიამ ჩაიხედოს კანონში და მოცუნცულდეს საკრებულოში“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი კი აცხადებს, რომ თავად დავით ნარმანია გადაწყვეტს, როდის მობრძანდება საკრებულოში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების კანონი -,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ვერსია წარმოადგინა
შემდეგი სტატია“მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ მამა გიორგის,”-დეკანოზი შალვა კეკელია