კერმა სავჩენკოს სასამართლოს მინსკის ხელშეკრულების დარღვევა უწოდა

კერმა სავჩენკოს სასამართლოს მინსკის ხელშეკრულების დარღვევა უწოდა

აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლოთი მინსკის ხელშეკრულებას არღვევს. მან რუსეთს მოუწოდა გაანთავისუფლოს მფრინავი და საშუალება მისცეს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს – შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე დევს.

“ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინელი მფრინავის და რადას დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობით, რომელმაც უარი განაცხადა საჭმლის და წყლის მიღებაზე პროტესტის გამო. უკანასკნელი 20 თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სავჩენკო დააკავეს უკრაინაში და გადაიყვანეს რუსეთში, მან გადაიტანა დაკითხვები, იძულებითი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და სხვები” – ნათქვამია განცხადებაში.
კერის აზრით, სავჩენკოს ციხეში გამომწყვდევით, რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებს უგულებელყოფს.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკომ 3 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა რუსეთი ნატოს დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიასომხეთი და ირანის ისლამური რესპუბლიკა: სტრატეგიული თანამშრომლობა