კერის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის პრობლემა სამხედრო ძალებით ვერ გადაწყდება

აშშ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას აკეთებს და მხარეებს მოუწოდებს შემდგომი ესკალაციისაგან თავი შეიკავონ – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა და ხაზგასმით თქვა, რომ სამხედრო კონფლიქტის გადაჭრა არ არსებობს. მისი თქმით, „არასტაბილურ სიტუაციასთან“ დაკავშირებით, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება მინსკის ეუთოს მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად, რომელშიც რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ს წარმომადგენლები შედიან.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ სამხედრო კონფლიქტს გადაწვეტა არა აქვს“ – აღნიშნა კერმა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაყღში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ, შაბათს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკასიანოვი НТВ-ს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების გამო არ უჩივლებს
შემდეგი სტატიადღეს ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა დაიწყო