კერის და პუტინის შეხვედრა “საუკეთესო სურვილების” გაცვლით დაიწყო

keriრუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერმა შეხვედრისთანავე, ერთმანეთს საუკეთესო სურვილები გაუცვალეს – “ბიბისი” წერს.

საუბრის დასაწყისში, როგორც კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ სტენოგრამაშია მოცემული, პუტინმა კერის ობამასთან კეთილი სურვილები დააბარა და იმედი გამოთქვა, რომ კერისთან შეხვედრა პრდუქტიურლი იქნება.

კერიმ ამაზე უპასუხა, რომ ობამამაც სთხოვა პუტინისთვის საუკეთესო სურვილები გადაეცა.
კერიმ თქვა, რომ ამერიკული მხარე იმედს იტოვებს, რომ მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად სირიაში სიტუაცია პროგრესისკენ შეიცვლება, “პროგრესისკენ, რომელიც ნამდვილად შესაძლებელია რეალიზდეს”.
“ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ობამა და მე ვთვლით, რომ ახლა აშშ და რუსეთი ისეთ ფაზაში იმყოფებიან, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბევრის გაკეთება, რაც მშვიდობას წაადგება. საუბარია არა მხოლოდ სირიაზე, არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სხვა პოტენციურ სფეროებზე, სადაც ნამდვილად შეგვიძლია პროგრესი გვქონდეს” – თქვა კერიმ.

ის მოსკოვში გუშინ ჩავიდა. დღეს კერი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

როგორ “ბიბისი” იტყობინება, პუტინს და კერის სირიაში შესაძლო სამხედრო თანამსრომლობის საკითხი არ განუხილავთ, ასევე, საუბარი არ ყოფილა ბაშარ ასადის ბედზე.

banner
წინა სტატიაში“თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიცას ტერაქტის შედეგად სომხეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა