ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველომ განაცხადა, რომ კენიაში 800 ათასი ადამიანი დაზარალდა წყალდიდობის გამო, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. დაიღუპა 186 ადამიანი, დაახლოებით 300 ათასმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა. დაფიქსირდა ქოლერის შემთხვევები. როგორც აღნიშნავენ, ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.