კენია მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანაკის დახურვას აპირებს

zaatari-refugee-camp-24კენია ლტოლვილთა ბანაკის დახურვას აპირებს, რადგანაც, მთავრობის განცხადებით, მათი შენახვა ქვეყანას ძალიან დიდი თანხები უჯედბა, ასევე , ბანაკები კრიმინალურ სიტუაციას აუარესებენ ქვეყანაში, მასვე უკავშირდება ლოკალურად ეკოლოგიური პრობლემები.
გადაწყვეტილება დადააბის ბანაკსაც ეხება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანაკია და სომალის საზღვართან მდებარეობს. ბანაკში ოფიციალურად 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სულ, თუკი ბანაკებს დახურავენ, თავშესაფრის გარეშე დარჩება 600 ათასი ადამიანი.
ქვეყნის მთავრობამ უკვე გააუქმა ლტოლვილთა სამინისტრო – „ფრანს პრესი“ წერს.
კენიაში ლტოლვილთა ბანაკები უკვე 25 წელია არსებობს. ბანაკებში ხშირად თავს „აშ-შაბაბის“ ბოევიკები აფარებენ, რომელბიც „ალ-ქაიდასთან“ არიან კავშირში.
2013 წელს კენიამ სომალის მთავრობასთან და გაეროს ლტოლვითა საქმეების კომისიასთან, ლტოლვილთა ნებაყოფლობით რეპატრიაციას მოაწერა ხელი, თუმცა, ოფიციალური განცხადებით, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
დადააბის ბანაკში ძირითადად სომალელები ცხოვრობენ. კაკუმას ბანაკში, რომელიც ასევე უნდა დაშალონ, 190 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ბანაკების დახურვის წინააღმდეგ გამოდიან Human Rights Watch და Amnesty International-ი.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ბაქოში სასწრაფოდ გასაფრენად ემზადება
შემდეგი სტატიარუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს – ამერიკელი გენერალი