კენჭისყრის შედეგები განსაზღვრავს, ამ ორ საარჩევნო მაჟორიტარულ ოქლში გახდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის საჭირო

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

8b3bf62006a4e3189bd99740e723f054ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ საარჩვნო უბანზე და მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შედეგები განსაზღვრავს, ამ ორ საარჩევნო მაჟორიტარულ ოქლში გახდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის საჭირო.

ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ტარდება პირველი ტური. განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე ნამდვილად არის დამოკიდებული, იქნება თუ არა იქ მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები გადალახავენ კანონით განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ამ შემთხვევაში არჩვნები პირველივე ტურში იქნება დასრულებული და გამოვლინდება შესაბამისი გამარჯვებული კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუკი ვერც ერთი მათგანი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, დანიშნული იქნება მეორე ტურები. ჩვენ ამიტომაც ვამბობთ, რომ მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად მოგვცემს შედეგები ამის შესაძლებლობას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმების 47,37% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა – 45,71 %. მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს ამომრჩეველთა 47,91%-მა დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ თამაზ ნავერიანს კი – 43,41%-მა.

banner
წინა სტატიაშიყიზილაჯლოში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა 5 საჩივარი დაწერა
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების სიმრავლემ გამოიწვია