კემერონი მზად არის რუსეთთან სირიის შესახებ დიალოგი გააგრძელოს

“ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმის მიუხედავად უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რომ მოსკოვთან ურთიერთობა დაძაბულია” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.
“ეჭვს გარეშეა, სირიის შემთხვევაში ყველა მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს, იქნება ეს საუდის არაბეთი, ირანი თუ მოსკოვი. ყველა უნდა იყოს პროცესში ჩართული” – განაცხადა კემერონმა “ალ-ჯაზირას” ეთერში.

გაეროს ეგიდით მოლაპარაკებები სირიის მთავრობასთან და ოპოზიციასთან 25 იანვარს არის დაგეგმილი.

ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2006 წელს, რუსი ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მკვლელობის შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მახათას მთაზე მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას უარყოფს
შემდეგი სტატიამედია გერმანული იარაღის ირანულ ბაზარზე თავისუფალ გაყიდვებზე საუბრობს