კემერონი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის საფრანგეთში ჩაფრინდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან პარიზში მოლაპარაკებებს გამართავს.

BBC-ის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თანამშრომლობის საკითხს განიხილავს. BBC-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ შეხვედრაზე საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და სადაზვერვო სამსახურების მონაცემთა გაცვლის საკითხები განიხილება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური ბრიტანული საჰაერო ოპერაციების საკითხი დაისმება.

საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უფრო ძლიერი საერთაშორისო კოალიციის შექმნის მოწოდებით გამოდის. ფრანსუა ოლანდი 24 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თეთრ სახლში შეხვდება, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი განიხილოს. ამის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი მსგავსი მოლაპარაკებების გასამართად რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა კანადაში ვიზიტი დაასრულა