კემერონი ბრიუსელში: “გადამწყვეტი სტადია”

ლეიბორისტმა მილიბანდმა კემერონთან ტელედებატები წააგო დატოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს 2017 წელს

ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნის პირობების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები “გადამწყვეტ სტადიაში” შევიდა – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დღეს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც საკუთარი მოთხოვნების და გეგმის მხარდაჭერას ელოდება – ის ამომრჩევლებს დაპირდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს, თუკი ევროკავშირი კემერონის მიერ შეთავაზებულ რეფორმებს არ მიიღებს გაერთიანების რეფორმირებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრას წინ სხვადასხვა დონეზე გამართული მრავალი მოლაპარაკება უძღოდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ორმხრივი სამიტის ფარგლებში შეთანხმების პროექტი განხილულ უნდა იყოს და მიიღოს ევროკავშირმა, თუმცა, მისი თქმით, “ცხადია, ამის გარანტიები არ არსებობს”.

ტუსკის განცხადებით, მოლაპარაკებები დიდი ნახი და წარმატებულად მიმდინარეობდა და შეთანხმების ჩავარდნა როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის დამარცხება იქნება.

banner
წინა სტატიაშიმერიის მიერ პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით შიდაუწყებრივი მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატია2 ათასი სირიელი ამბოხებული თურქეთიდან ალეპოში გადავიდა