კახა მიქაია: გიხაროდენ!!!

გიხაროდენ!!!

biujeti2015 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების შედეგად მიღებული ნაშთი – 2 მილიონ 100 ათასი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში აისახა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, ვალდებულებების შესრულება სხვადასხვა მიზეზებით ვერ მოხერხდა. მათ შორისაა ცენტრალური ბიუჯეტიდან წლის ბოლოსთვის გამოყოფილი თანხები, ხელშეკრულებების ვადის დასრულების არ დადგომა, რიგი სამუშაოებს უარყოფითად შეფასება და სხვ.  ყველაზე მთავარი მიმდინარე წელს მიღებული ნაშთი იგივე სამუშაოებზე გადანაწილდება, რაც გასულ წელს იყო დაგეგმილი. სამუშაოები ძირითადად ინფრასტრუქტურულია.

აღნიშნულ ფაქტს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია გამოეხმაურა

miqaia

2015 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის ნაშთმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა!
გილოცავთ! ზუგდიდელები დარწმუნებულები ვართ, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებებით დატვირთული ეს თქვენი ,,დანაზოგი”აუცილებლად წარმატებით აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში.
ცენტრალური ბიუჯეტიდან აწ უკვე წლის დასაწყისში გამოყოფილი თანხებით, მიზნობრივად და კეთილსინდისიერად შეასრულებთ რიგ სამუშაოებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და რაც მთავარია, წლის ბიუჯეტიდან მიღებული ,,დანაზოგი” ძირითადად ისევ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდება და ამით გახარებული ზუგდიდელები სიხარულის ყიჟინას შემოვძახებთ და გავაგრძელებთ ,,ოცნებას”…..
ოღონდ, ფეხი სადმე არ დაგიცდეთ, თქვენს იმედად დარჩენილი ზუგდიდელები ობლად არ დაგვტოვოთ, თქვენი ბიუჯეტის ჭირიმე!”

banner
წინა სტატიაში“მთელმა გარდაბანმა იცის, რომ შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ გამასამართლა”
შემდეგი სტატია„კაიფის“ ქვეშ მყოფმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ბორისპოლის აეროპორტში გრძნობა დაკარგა