კახა მიქაია: “ბატონო ლევან დაურეკეთ მინისტრს”-თითის შვერის ახალი მეთოდი

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

გუბერნატორი8 იანვრს, 9-საათიან ,,კურიერში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც დიდთოვლობის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმოქმნილ პრობლემებს ეხებოდა, მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ისაუბრა, თუმცა ამას საუბარი არ ერქვა. „თაიმერი“ ჟურნალისტსა და გუბერატორს შორის გამართული დიალოგის სტენოგრამას გთავაზობთ:
ჟურნალისტი: „თქვენს რეგიონში რთული ვითარებაა. ხალხი ვერ გადაადგილდება, ვერც მანქანები… ზვავი რომ არის ჩამოწოლილი, ეს თქვენ საერთოდ არ გეხებათ, ბატონო ლევან?!“
გუბერნატორი: „მე, როგორც ასე, როცა პრობლემაა, გზა, ისა…რა ჰქვია… სერიოზული, მე ვურეკავ საგზაო დეპარტამენტს, რო დროზე იმოქმედონ და დროზე გაათავისუფლონ გზა.“
სხვათა შორის, ფოტომ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აწვება ლევან შონია ზუგდიდში, დიდთოვლობის დროს მანქანას, ინტერნეტსივრცე დაიპყრო.აღნიშნულ ფაქტს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია გამოეხმაურა.
„მინდა, მივმართო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს: ბატონო ლევან, რატომ უჯიკავებთ თოვლში ჩარჩენილ მანქანას, ეს ხომ თქვენი საქმე არ არის, ეს ხომ არ შედის თქვენს კომპეტენციაში?! დაურეკეთ მინისტრს!!! ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილის მსგავსად, ლევან შონიასაც მოეხადა ბოდიში მოსახლეობისთვის და მასაც ეგრძნო მომხდარის გამო პასუხისმგებლობა,“ – ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია  ჟურნალისტისა და გუბერატორს შორის გამართული დიალოგს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე: პატრიარქმა მთხოვა, შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვსო
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მანქანამ გაიტანა