კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავი2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში: ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება, ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე? ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

banner
წინა სტატიაშიN5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მომღერალმა სოფო ბედიამ დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ყურადღეით აკვირდება ტელევიზია რუსთავი 2 ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს