კატები, რომლებიც ჰიტლერის ულვაშებით იბადებიან

კატები, რომლებიც ჰიტლერის ულვაშებით იბადებიან

კატები, რომლებიც ჰიტლერის ულვაშებით იბადებიანბატას და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზები, რომელიც ხსნიან თუ რატომ იბადებიან კატები ლაქით, მათ შორის ცხვირის ქვევით, რომელსაც “ჰიტლერის ულვაშს” ეძახიან. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Communications დაიბეჭდა.

ანალიზის მიხედვით, მიზეზი გენი kit-ის მუტაციაა, რომელიც პიგმენტური უჯრედების გამრავლებას უშლიან ხელს. შედეგად, ცხოველების ბეწვი რჩება თეთრი, რადგანაც სრული შეფერილობისსათვის საკმარისი უჯრედები არ წარმოიშობა.

“ყოველთვის ითვლებოდა, რომ პიგმენტური უჯრედები რაღაც გზებით იღებენ ინფორმაციას, თუ როგორი სახით უნდა წარმოიქმნან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ქაოტურად მოძრაობენ. ეს დიფუზიის პროცესს გავს: თუკი რძის წვეთი მოხვდება ყავაში, ის თანდათანობით ფერს შეიცვლის” – ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იენ ჯეკსონი. მისი სიტყვების თანახმად, ადრე ითვლებოდა, რომ გენის მუტაცია სისწრაფეზე მოქმედებს, თუ როგორ მოძრაობენ პიგმენტური უჯრედები.
მეცნიერები თვლიან, რომ მათი კვლევის შედეგები გამოადგებათ იმათ, ვინც იკვლევს ისეთ დაავადებებს, რომლებიც გულის და ნაყოფის განვითარებას ეხება.

banner
წინა სტატიაშიDolce & Gabbana ქალბატონებს მოდურ ხიჯაბს აცმევს
შემდეგი სტატიალაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იმყოფება