“კატასტროფით დაასრულებენ ყველაფერს” – ხმალაძე მთავრობაზე

”შენების მოძრაობის” წევრი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მთავარი პროკურორის არჩევის ისეთი წესი შეიმუშავოს, რომ მინიმალური იყოს ამ საკითხზე პოლიტიკური გავლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხმალაძე პროგნოზირებს, რომ ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახლავე იყოს მთავარი პროკურორის არჩევის ისეთი წესი, რომელშიც მინიმიზირებული იქნება პოლიტიკური გავლენები. თუ დღევანდელ მმართველ პარტიაში არ გაქრა თვითგადარჩენის ინსტინქტი, მაშინ მათ ეს უნდა გააკეთონ თორემ კატასტროფით დაასრულებენ ყველაფერს,“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა
შემდეგი სტატიაკადრები არ შემცირდება – “ოცნების” ოფისში შეხვედრა დასრულდა