კატასტროფამდე EgyptAir-ის პილოტი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა

კატასტროფამდე EgyptAir-ის პილოტი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა

11თვითმფრინავის აუდიო თვითჩამწერის გაშიფრვისას, რომელიც 19 მაისს ხმელთაშუაზღვაში ჩავარდა, გაირკვა, რომ ერთ-ერთი პილოტი კატასტროფამდე რამდენიმე ხნით ადრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა – დღეს Le Figaro იუწყება.
“საიდან გაჩნდა ცეცხლი? რა გახდა ამის მიზეზი? პასუხი არ არის. გარკვევით არის ცნობილი ის, რომ მეორე თვითჩამწერის მუშაობა, რომელიც თვითმფრინავის ბოლოში მდებარეობს, შეჩერებული იყო, მაგრამ არა ცეცხლის გამო” – წერს გამოცემა.
ჯერჯერობით, ისევ არ არის ცნობილი, ცეცხლი გახდა თუ არა კატასტროფის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა. მასზე 12 ქვეყნის 66 მოქალაქე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!
შემდეგი სტატიაისლამდიის ნაკრებს საკუთარ ქვეყანაში ხვდებიან როგორც გმირებს (ვიდეო)