კატარს ნატოში გაწევრიანება სურს

კატარს სურვილი აქვს ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანდეს, რომელთანაც, მიმდინარე მომენტში, ეფექტურად თანამშრომლობს – ამის შესახებ ჟურნალ “ალ-ტალიაიას” განუცხადა კატარის ვიცე-პრემიერმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჰალედ ბენ მუჰამედ ალ-ატიიამ – The Business Times-ი წერს. “ეს თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება და შესაძლებელია კატარის ტერიტორიაზე გამოჩნდეს ნატოს ცენტრის რომელიმე ქვეგანყოფილება” – თქვა პოლიტიკოსმა. მისი შეფასებით, ქვეყანა ნატოს ძირითადი მოკავშირეა ბლოკის გარეთ და იმის ამბიცია აქვს, რომ ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსი პარტნიორობას გააფართოვებს. ჰალედ ბენ მუჰამედ ალ-ატიიამ, ასევე დაამატა, რომ ნატოს შეუძლია კატარს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმაროს.

banner
წინა სტატიაშიქართველმა დიზაინერმა რუსული პასპორტები ფეხსაცმლის დიზაინისთვის გამოიყენა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი სარაკეტო პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო