კატალონიის მუნიციპალიტეტმა ესპანეთის მეფე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კატალონიის ბრედას მუნიციპალიტეტის პლენარულ სხდომაზე ესპანეთის მეფე ფილიპე მე-6 და ესპანეთის სამეფოს ნებისმიერი წარმომადგენელი ერთხმად აღიარეს პერსონა ნონ გრატად – ამის შეასხებ პარტია ERC-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს – წერს გაზეთი El Mundo.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მონარქი წარმოადგენს “სახელმწიფოს, რომელიც კატალონიელების თავისუფალ არსებობას ხელს უშლის’.

პარტია ERC, რომელიც დიდი ძალისხმევით ცდილობს კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას, ბრედას მუნიციპალიტეტში ყველაზე პოპულარულია. მისი წევრების თქმით, მონარქია – ეს არის ინსტიტუტი, რომლის ღირებულებები ძალიან შორს დგას ჩვეულებრივი მოქალაქეების ღირებულებებისგან.

banner
წინა სტატიაშიPeta-მ ვეგეტარიანელების და ხორცისმჭამელების სექსი შეადარა (+18 VIDEO)
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ჩემი უსაყვარლესი რეჟისორები არიან ელდარ შენგელაია და გია დანელია