კატალონიაში პოლიციასთან დაპირისპირების დროს 761 ადამიანი დაშავდა

დასავლური მედიის ცნობით, მიუხედავად სამართალდამცავების მიერ საარჩევნო უბნების ბლოკირებისა, “დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე”  კატალონიაში 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, წინასწარი მონაცემებით, 761 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ იუწყება კატალონიის ავტონომიური ერთეულის ჯანდაცვის  სამინისტრო. “საერთო ჯამში, 761 ადამიანმა მიმართა დახმარებისთვის საავადმყოფოებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს”, – განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს კატალონიაში “დამოუკიდებლობის რეფერენდუმი” გაიმართა. ავტონომის ხელისუფლება აცხადებს, რომ მასში ამომრჩეველთა  50% -მა მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება არ სცნობს ამ პლებისციტის კანონიერებას.
banner
წინა სტატიაში“ფეისბუკი” იწყებს ადამიანის სახის გამოცნობის ტექნოლოგიის ტესტირებას
შემდეგი სტატიარუსული ტელეარხი “RT”  ტოვებს ამერიკას?