კასპში დეპუტატობისათვის ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს

noniashvili“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ნიკა მელიამ და დავით ბაქრაძემ კასპში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადიგენს. დეპუტატობისათვის ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს, რომელიც კასპში, 2006-2012 წლებში, გამგებლის მოადგილე იყო. ნიკა მელიას განცხადებით, კასპში “ტატამის” დრო უნდა დასრულდეს.

“კასპში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ვაპირებთ. კასპთან ერთი სიტყვა ასოცირდება -ტატამი. ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არა ამდენი გაჭირვებული კასპში. ამიტომ უნდა ავირჩიოთ ძალა, რომელიც პროგრესისაკენ წაიყვანს კასპს”, – განაცხადა მელიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გამოიყენა მმართველობის ოთხი წელი. მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას მიაქცევს ყურადღებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
შემდეგი სტატიასირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა