კასპში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგების სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი თემურ შაქარაშვილი დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ კასპის გამგებელმა დაადასტურა.

“დაკავება დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. მოვიდნენ თანამშრომლები და დააკავეს. ზუსტი დეტალები არ ვიცი, სავარაუდოდ ქრთამის აღებას ედავებიან”, -განაცხდა კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუნდესტაგმა განაცხადა, რომ ერდორანის მუქარებს უპასუხებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ ის ხმები, რომლებსაც მოგვცემს ჩვენი ამომრჩეველი