“კარვების ქალაქის” აქტივისტები პოროშენკოს მამულში ჩავიდნენ

18 ნოემბერს, უმაღლესი რადის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი “კარვების ქალაქის” აქტივისტები კიევის რაიონის დაბა კოზინში ჩავიდნენ, სადაც პრეზიდენტ პოროშენკოს მამული მდებარეობას. “კარვების ქალაქის” წარმომადგენლები მის სახლთან მივიდნენ და ახსნა-განმარტება მოითხოვეს ბატალიონ “დონბასის” მოხალისე-მებრძოლის ვანო ნადირაძის საქართველოში დეპორტაციის შესახებ. ამის თაობაზე აღნიშნულია მოძრაობა “Визволення” -ს “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.
“მოვედით პოროშენკოს მამულთან. როცა უშიშროების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო სამსახური ვერ გვიხსნის თუ რა შეემთხვა ვანო ნადირაძეს, მაშინ ქვეყნის მეთაურმა უნდა გვიპასუხოს”, – აღნიშნულია ცნობაში.
აქტივისტები პოროშენკოს სახლის ჭიშკარს მიადგენენ, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ გამოსულა.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს 9 მოქალაქის, მათ შორის “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორის ადგილსამყოფელი. უკრაინის ხელისულფებამ ისინი 17 ნოემბერს დააკავა და განცხადა, რომ მათი დეპორტაცია მოხდება, თუმცა ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში არ დაუბრუნებიათ.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Vyzvolennia.Ukr/videos/1963878243886797/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიაშშ პოლონეთს 10,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის
შემდეგი სტატიაჩინეთში სანაოსნო ელექტროხომალდი გამოსცადეს