“კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო”- ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ევროსასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. კერძოდ, საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.

ივანიშვილის განცხადებით, აუცილებელია ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას დაველოდოთ.

“გამოძიება დაიწყო და უკვე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა “რუსთავი 2”-ს, რომ დააყენოს, სურვილები იკვეთება კითხვაში. კითხვა უნდა იყოს უფრო კორექტული. გამოძიება დაიწყო და გამოძიებას დაველოდოთ, ეს იქნება პასუხი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება
შემდეგი სტატია“ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ვთქვი, თანავუგრძნობ მის ოჯახს”