“კარგა ხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან” – ჭიკაიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და კრიზისების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამსახურიდან მის გათავისუფლებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მოკლე კომენტარს ჭიკაიძე “რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრისას აკეთებს.
“კაიხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან, ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე სამსახური,”-აცხადებს ჭიკაიძე.
კითხვაზე თუ როდის დატოვა თანამდებობა ჭიკაიძე ამბობს, რომ “არ ახსოვს”.
გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ალექსანდრე ჭიკაიძე საქმიანობას სპორტის სფეროში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშისირიაში აშშ-სა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო მონიტორინგის საკითხს განიხილავენ