კაპანაძე: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას შესაძლებლობა გვექნება, კითხვები მთავრობასაც დავუსვათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლა კარგი შესაძლებლობაა, რომ იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რაც ქვეყანაში დაგროვდა.

კაპანაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ხვალინდელ სხდომაზე ყურადღებას ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილებს. საუბარი ასევე, შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობის შეზღუდვას.

„დებატები ამ თემებზე გვექნება და კრიტიკულები ვიქნებით. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას შესაძლებლობა გვექნება, კითხვები მთავრობასაც დავუსვათ. ბოლო პერიოდში, თითქმის ყოველდღე პარლამენტში მთავრობის მოსვლას ვითხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას კანონი ავალდებულებთ, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში არ მოდის“, – განაცხადა კაპანაძემ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე ხვალ წარსდგება. არსებული ინფორმაციით, სხდომას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს, საკუთარ თანამდებობას ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს