კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი

კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის დატოვებს ის ოფიციალურად თანამდებობას.
როგორც დანელიამ აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც უნდა დატოვოს პოსტი.
რაც შეეხება მინისტრის შემცვლელს, როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მომავალი მინისტრის ვინაობას პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.
„ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი, მე ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, ვინაიდან პროცედურებით ეს ასეა გათვალისწინებული“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული
შემდეგი სტატიათბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა