კანონის არცოდნა ან სასამართლოს დისკრედიტაცია- საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების მიზანმიმართულად გაჭიანურებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებით პასუხობს:

“ქალბატონი ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს არიდებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას. შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე.”-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაშლილი სხდომა მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლენის განცხადებით, ე.წ. კაბელების, გიგი უგულავასა და “რუსთავი ორის” საქმეებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობის , ასევე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოში შეტანილი სარჩელის შეცვლის საკითხზე მომზადებული დასკვნების განხილვა მიზანმმიმართულად ჭიანურდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეს 1 სექტემბერს განიხილავს