“კანონიერი ქურდი” ზახარი კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” დაიჭირეს

11 ივლისს, მოსკოვში კანონიერი ქურდი, ზახარია კალაშოვი დააკავეს. ოპერაცია რესტორან Elements -ის დირექტორის, ჟანა კიმისთვის თანხის გამოძალვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა. 2015 წლის 14 დეკემბერს აღნიშნული თანხის გამო ნამდვილი ომი გაიმართა როდჩელდის ქუჩაზე – მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა – წერს რუსული მედია. დანაშაულის ცხელ კვალზე “ავტორიტეტი” ანდრეი კოჩუიკოვი დააკავეს, რომელიც შაქრო მალადოის მეგობარია.
“კანონიერი ქურდი” ზახარია კალაშოვი რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერია. “ბოსთა შორის ბოსის” ადგილი მან “დედ ჰასანის” სიკვდილის შემდეგ დაიკავა.

banner
წინა სტატიაშირუსული ავია-დარტყმების შედეგად სირიაში “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაოლიგარქ ხიხინაშვილის ძმისშვილი ქრთამის მიწოდების ფაქტზე დააკავეს