“კანონიერი ქურდი” შაქრო მალადოი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

კალაშოვის საქმეზე რუსი გენერალი დააკავეს

kalshoviდაკავების შემდეგ “კანონიერი ქურდი” შაქრო მალადოი, იგივე ზახარ კალაშოვი მოსკოვის შსს-ს პეტროვკას ქუჩის N38-ში მდებარე მთავარ სამმართველოს შენობაში ჰყავდათ, სადაც ოპერატიულმა მუშაკებმა მასთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში «Лефоротово» გადაიყვანეს -წერს რუსული მედია. ამასთანავე  იგი სპეციალურ ბლოკშია მოთავსებული, სადაც გარესამყაროსთან ურთიერთობის მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს.

რესტორან Elements-ის დირექტორის, ჟანა კიმისგან თანხის გამოძალვის ისტორიის გარდა, ოპერატიული სამსახური დაინტერესებულია კალაშოვის და სამართალდამცველების ურთიერთობებით. კერძოდ, ფედერალური სამსახური იძიებს 2016 წლის 14 ივნისს “ავტორიტეტ” ანდრეი კოჩუიკოვის ციხიდან «Матросская тишина» გამოყვანის საკითხით.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: იაცენიუკმა იანუკოვიჩზე მეტი მოიპარა