უკრაინის სამართალდამცავებმა და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ოდესაში დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი, კავკასიური წარმოშობის 39 წლის “კრიმინალური სამყაროს” წარმომადგენელი, რომელსაც ეკრძალებოდა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
როგორც იტყობინება ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური, “კანონიერი ქურდი” მეტსახელად “კობა”, ოდესაში ჩავიდა ჯიბის ქურდებისა და ბინის მძარცველთა მოქმედების კოორდინაციის მიზნით.
დაკავების შემდეგ მამაკაცი უკრაინის ტერიტორიიდან, წინასწარი მონაცემებით, გააძევეს მოლდოვაში.