“კანონიერი ქურდი” გია ქუთაისელი ჩაცხრილეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 21:09

“კანონიერი ქურდი” გია ქუთაისელი ჩაცხრილეს

“კანონიერი ქურდი” გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია ქუთაისელი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე ჩაცხრილეს. ცეცხლი სამმა ნიღბიანმა პირმა გახსნა. შემთხვევა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მოხდა. გია ქუთაისელი სხვებთან ერთად კიდევ ერთ “კანონიერ ქურდ” რომან ბარბაქაძესთან იყო სტუმრად, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა 9 მარტს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ აღნიშნავდა. სუფრის დასასრულს სტუმრები დაიშალნენ. გია ქუთაისელს გაცილება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა – ანტალიაში ის ბარბაქაძის სახლთან ახლოს ცხოვრობდა. გია ქუთაისელი კიდევ ერთ “კანონიერ ქურდთან” გოგა პეტრიაშვილთან, იგივე პროფესორთან ერთად სახლამდე თითქმის მისული იყო, როცა ქუჩიდან სამი ნიღბიანი გამოხტა და სროლა დაიწყეს. სროლის მიზანი იყო ზვიადაძე, თუმცა პეტრიაშვილიც დაიჭრა. შემთხვევის შედეგად გია ქუთაისელი დაიღუპა, პეტრიაშვილი ფეხში ორი ტყვია მოხვდა.
ზვიადაძე თავის სამყაროში პატივსაცემი პირი იყო, ამიტომ, ეს შემთხვევა, როგორც ამბობენ, არავის შერჩება. ზვიადაძის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად სახელდება მერაბ ჯანგველაძე, იგივე მერაბ სოხუმელი ან ანდრეი ნეძელსკი, იგივე ნედელია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 21:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics