,,კანონიერი ქურდების“ შეკრება კიევში – პოლიციამ 2 ქართველი ,,ავტორიტეტი“ დააკავა (ვიდეო)

კიევის ოლქში პოლიციამ “კრიმინალური ავტორიტეტები” დააკავა. ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დაკავებული არიან ბანდიტური ე.წ. შეკრების მონაწილეები, მათ შორის პირები, მეტსახელად „კუწუ’’, „ხმელი’’ და „ანდრეი ლვოვსკი’’, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდების სტატუსი აქვთ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ჩხრეკისას ამოღებულია სამი ერთეული დარეგისტრირებული იარაღი. ოპერატიული ინფორმაციით, კრიმინალები კიევსა და მთელ ოლქში გავლენის სფეროების გადასანაწილებლად შეიკრიბნენ.

შეკრების ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღთან ერთად დიდი რაოდენობით თანხაც აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელთან