“კანონი, რომელიც მოსმენებს ითვალისწინებს, უნდა შეიცვალოს”

ძალოვან უწყებებში სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა აიკრძალება. ამ ინიციატივის მიხედვით თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და სახელმწიფო დაცვის სამსახურების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე უბნები აღარ გაიხსნება. პარალელურად დეპუტატები აკეთებენ განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევაში კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე.

“შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოვლინდეს დანაშაულში ეჭვმიტანილი. მიმდინარეობს ის პროცესები რომელიც ვფიქრობ რომ იმედის მომცემია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საზოგადოება არის მზად იმისათვის, რომ ასეთი უმსგავსობა აღიკვეთოს საქართველოში. ხელისუფლება მზად არის იმისათვის, რომ თუ დადგება ეს საკითხი და საზოგადოება ამას აყენებს ჩვენი ნება არის რომ სხვა ზომებიც იქნას მიღებული”, – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ლუკა კურტანიძემ.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ამდაგვარ დანაშაულთან არის მნიშვნელოვანი.

“საუბარი მოლოდ და მხოლოდ სასჯელის გამკაცრებაზე არის აბსურდული. რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი  სისხლის სამართლის პოლიტიკა ამდაგვარ დანაშაულთან არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ვფიქრობ გაცილებით უფრო კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი”, –აღნიშნა ჩიქოვანმა.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი წერეთელის თქმით,  კანონი რომელიც მოსმენებს ითვალისწინებს უნდა  შეიცვალოს.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოძიება რაიმეს ეფექტურად აკეთებს, წინა პერიოდშიც ასე იყო და დღესაც ასეა. მე ვფიქრობ რომ კანონის გამკაცრება მართლაც შეიძლება მაგრამ მთავარი არის, ეს ცნობილი კანონი რომელიც მოსმენებს ითვალისწინებს, ეს კანონიც უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიუნდა დადგეს თუ არა თსუ-ს რექტორის საკითხი, ეს აკადემიურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს
შემდეგი სტატია„ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან არის ყველაზე დამაზიანებელი”