“კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ ბუნდოვანია”

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ სახალხო დამცველის აზრით გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. უჩა ნანუაშვილის განცხადებით კანონი ბუნდოვანია და მისი დამტკიცება არ უნდა მოხდეს. სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციები პარტლამენტს უკვე გადაუგზავნა.

“ამ ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლების და დემკრატიისთვის მიყენებული ზიანის ერთმნიშვნელოვანი ნორმა წარმოადგენს თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღგდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებს“ – განაცხადა უფლებადამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალი და ვეტერანები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიარომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან