“კანონების ქურდები!” “ევროპულმა საქართველომ” ახალ მოვლენას დაუდეს სათავე – კანონთმპარველობას

“კანონების ქურდები!”, ამ სახელწოდების პოსტს აქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, “ევროპულმა საქართველომ ” ნაციონალური მოძრაობის კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში.

“კანონების ქურდები!

ღვინის ქურდები გაგიათ, ფულის ქურდები მით უმეტეს, მაგრამ კანონების ქურდობაზე თუ გსმენიათ რაიმე?
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე კანონპროექტები შევიტანეთ პარლამენტში. უცბად აღოჩნდა, რომ ჩვენი პრეზენტაციების შემდეგ, სასწრაფო წესით გუშინ იგივე კანონპროექტები დაარეგისტრირა ჩვენგან გამოყოფილმა პარტიამ და ორშაბათის ბიუროზე გადის განსახილველად.
თავი დაიმკვიდრეს გინესების რეკორდში. ახალ მოვლენას დაუდეს სათავე-კანონთმპარველობას.

p.s. ჩვენი კრიტიკის სამიზნე ოცნება და ქვეყანაში გამეფებული არაფორმალური მმართველობაა. ამიტომ არ მინდა ამ პოსტით ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებას შევუწყო ხელი. ნუ გეწყინებათ, თუ ზოგიერთ კომენტარს წავშლი, რომელიც ამ სულისკვეთების იქნება.
ევსაქებს ვტოვებ. უწყინარი ზედმეტსახელია. ევროქოცებს ვშლი”, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ”- ნარმანია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას აპირებენ