კანის ფესტივალზე სელფის გადაღება აკრძალეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 23:59

კანის ფესტივალზე სელფის გადაღება აკრძალეს

კანის კინოფესტივალი 8 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ჩატარდება, ანუ, ერთი დღით ადრე, ვიდრე მანამდე ტარდებოდა ხოლმე. გასული ფესტივალებიდან ეს ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არ არის – “ბიბისი” წერს. კანის ფესტივალზე სელფის გადაღება აიკრძალა, წესის დამრღვევებს ჩვენებებზე დასწრებას აუკრძალავენ. სიახლეები შეეხოთ, ასევე, ჟურნალისტებს – ისინი სტუმრებზე ადრე ვერ ნახავენ ფილმებს. წინასაპრემიერო ჩვენებები მოიხსნა. გარდა ამისა, გაიხსნა “ცხელი ხაზი”, სადაც ქალებს შეეძლებათ დარეკვა სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში – ახალი წესი მას შემდეგ დაინერგა, რაც გავრცელდა, რომ გასულ ფესტივალზე ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა ერთი მსახიობი გააუპატიურა, მეორესთან კი არაეთიკურად იქცეოდა. მაშინ ვაინშტაინმა უარყო ბრალდებები და თქვა, რომ სექსი ურთიერთთანხმობით იყო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 23:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics