„კანის ანათალები დამარილებულ მდგომარეობაში დაახვედრეს ექსპერტებს“- კილაძის სკანდალური ინფორმაცია ხორავას საქმეზე

მთავარ პროკურატურასთან სადაც მოზარდების მკვლელობის საქმის განაჩენს მოკლული დავით სარალიძის მამა აპროტესტებს პოლიტიკოსები, მოქალაქები და ჟურნალისტებიც უერთდებიან.
აქციაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი ელისო კილაძემ რომელმაც განაცხადა, რომ 6 თვის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარება დაგვინებულია. ელისო კილაძის თქმით, მას აქვს დადასტურებულ ინფორმაცია, რომ ექპერტიზის მასალა არ არსებობს.

“მთავარი პროკურორის ჩატარებული ბრიფინგი არის სრული აფსურდი, მან თქვა რომ უნდა მოიწვიონ უცხოელი ექსპერტები იმისათვის რომ ჩაატარონ შესაბამისი ექსპერტიზა ეს არის ტყული რადგან ამ საქმეში უკვე იყვნენ ჩართულ ექსპერტები და მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის მასალა არ არსებობს მაპატიეთ ძალიან მძიმე რაღაცას ვამბობ კანის ანათალები დამარილებულ მდგომარეობაში დაახვედრეს უცხოელ ექსპერტებს ისევე როგორც სისხლის ექსპერტიზა არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი. როგორ შეიძლება დამარილებულ კანის ანათალებზე ექპერტიზის ჩატარება მითუმეტეს როდესაც 6 თვე გავიდა ეს არის აბუჩად აგდება ხელისუფლების მხრიდან, ქვეყნაა თავზე დაგვაქციეს” – განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურასთან აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიამივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში – ზაზა სარალიძე