კანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება კალაძეც ვიხილოთ და ნარმანიაც -ძიძიგური

კანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება ბატონი კახი კალაძეც ვიხილოთ და ბატონი დავით ნარმანიაც- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გააკეთა. მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა ვიცე-სიპიკერი ამბობს, რომ კონსულტაციები თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მომავალშიც იქნება.

„კონსულტაციები ასეთ ტიპის მე არ ვიცი. ერთი რაც შემიძლია გითხრათ პირდაპირ, რომ კონსულტაციებიც და კანდიდატურებზე მსჯელობაც იქნება და ამ კანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება ბატონი კახი კალაძეც ვიხილოთ და ბატონი დავით ნარმანიაც. შეიძლება სხვა გვარებიც ვიხილოთ,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ერთ დღეში 2 ჩვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გერმანიის მოქალაქე დააკავეს