კანაფის ნარგავები „გირჩის“ ოფისში – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ახალი წლის ღამეს დათესილი კანაფის ფოტოებს აქვეყნებს.

„31 დეკემბრის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის პატარა შედეგები“, – წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.

“გირჩის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალგაზრდებთან ერთად, 31 დეკემბრის ღამეს, პირდაპირ ეთერში კანაფის თესლი დარგო. აღნიშნული ქმედებით ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

 

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების კანონი – არასამთავრობოები იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს მართავენ
შემდეგი სტატია“ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა” – ჯეჯელავა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე