კანადის მთავრობა ფორტ მაკ-მიურეის შავი დათვებისგან გაწმენდას ცდილობს

კანადის მთავრობა ფორტ მაკ-მიურეის შავი დათვებისგან გაწმენდას ცდილობს

kanadaკანადის მთავრობა ქალაქ ფორტ მაკ-მიურეის გაწმენდას ცდილობს, სადაც ძლიერი ტყის ცეცხლის შემდეგ, შავი დათვების შემოსევაა.
რამდენიმე ხნის წინ, ქალაქის 80 ათასი მოსახლე ცეცხლის გამო ევაკუირებული იყო – ცეცხლმა ნახევარი ქალაქი გაანადგურა.
დათვებმა ტყიდან ქალაქში გადაინაცვლეს, რადგანაც ცეცხლმა მათი ბუნებრივი სამყოფელი გაანადგურა.
გარდა ამისა, რადგანაც ქალაქის უცაბედი ევაკუაცია მოხდა, ბევრ სახლში დარჩა საჭმელი, რამაც, ასევე მიიზიდა დათვები.

ზღვის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის ფედერალური სამსახური ახლა ქალაქის დათვებისგან გაწმენდას გეგმავს.
მათი შეფასებით, ქალაქში მიმდინარე მომენტში დაახლოებით 40 ათასი დათვი ბინადრობს.
სავარაუდოდ, ევაკუირებული ადგილობრივებს უკვე ივნისში შეეძლებათ სახლებში დაბრუნება.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში კონცერტზე სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობა გაზრდილია