კანადის ექს-პრემიერმა ტრამპს “სექსუალური მტაცებელი” უწოდა

კანადის ისტორიაში პირველმა ქალმა პრემიერმა კიმ კემპბელმა აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს “სექსუალური მტაცებელი” უწოდა – The Huffington Post-ი წერს.
პოლიტიკოსმა დონალდ ტრამპის 2005 წლის ვიდეოზე გააკეთა კომენტარი, სადაც ტრამპი ქალებზე ვულგარულად და უწმაწურად საუბრობს ერთ-ერთ ჟურნალისტთან.
“მან საკუთარი თავი აღწერა როგორც სექსუალური მტაცებელი. ქცევებს, რომლითაც ის თავს იწონებდა იმ ჩანაწერში, სხვა ვერაფერს უწოდებ, თუ არა მტაცებლურს” – კემპბელმა ჟურნალისტებტან საუბარში თქვა.
აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ში ბევრმა ქალმა განაცხადა დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობებზე, რასაც პოლიტიკოსი ფაბრიკაციას უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე მამაკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი
შემდეგი სტატიააშშ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო კიბერშეტევისთვის ემზადება